top of page

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲛᲔᲢᲘ

    მეტის დამფუძნებელი გუნდი დიდი ხნის მეგობრები ვართ და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი დიდი გატაცება გვაერთიანებს. მე, თათული, მთელი გააზრებული ცხოვრებაა კვების მხრივ ექსპერიმენტებს ვატარებ, უფრო მეტიც ეს გატაცება პროფესიად ვაქციე და გავხდი კანადის სერტიფიცირებული კვების მენტორი. დიდი ხანია აქტიურად ვვარჯიშობ და ამის გარეშე ცხოვრება რას ნიშნავს არც კი ვიცი. მარიტა და ლეკო სამ გზის მეწარმეები არიან, მათ შორის მათ დააფუძნეს პირველი ჯანსაღი კვების მიტანის სერვისი - ინებე, 2016 წელს, მაშინ როცა მსგავსი რამ ბაზარზე ჯერ არ არსებობდა. მარიტა და ლეკოც ჩემსავით აქტიური მოვარჯიშეები არიან და კი, ეს ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი სასაუბრო თემაა.
 

    მეტის იდეა გაჩნდა დასვენების დროს, როცა ჩვენ სამნი ვსაუბრობდით ცილის მნიშვნელობაზე კონკრეტულად ვარჯიშის წინ. რადგან სამივეს დიდი გატაცებაა ჯანსაღი კვება და თან სამივე ვართ საკმაოდ დაკავებული, გვინდოდა მოგვეძებნა მოსახერხებელი მაღალ-ცილოვანი ხემსი, რომელსაც ვარჯიშამდე შევჭამდით და თან თავს ჯანსაღად ვიგრძნობდით. ასეთი პროტეინ ბარი საქართველოში რადგან ვერ ვიპოვეთ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თავად დაგვეწყო წარმოება. ასე შეიქმნა ᲛᲔᲢᲘ - პირველი ქართული პროტეინ ბარი, შაქრის და სხვა ყველა არა საჭირო დანამატის გარეშე, რომელიც გაძლევს ბუნებრივ ენერგიას და ძალას. ჩვენი ბარები იწარმოება ინებეში, რაც ხარისხის გარანტიაა. ამბობენ ძალიან გემრიელიაო, შენ გასინჯე უკვე მეტი?​​

ᲛᲔᲢᲘ ᲩᲕᲔᲜᲖᲔ

IMG_0378.jpg

დამფუძნებელი და CEO

ᲗᲐᲗᲣᲚᲘ ᲝᲥᲠᲘᲐᲨᲕᲘᲚᲘ

კანადური Precision Nutrition-ის სერტიფიცირებული ნუტრიციის ქოუჩი და ტექნოლოგიური სტარტაპების მენტორი

  • LinkedIn
  • Instagram
IMG_6341.jpeg

დამფუძნებელი გუნდის წევრი

ᲛᲐᲠᲘᲢᲐ ᲒᲔᲜᲔᲑᲐᲨᲕᲘᲚᲘ

მარკეტერი და სამგზის ფაუნდერი: ინებე - პირველი ჯანსაღი კვების გამოწერის სერვისი. მიკროგრინი  და სუპერგმირი

  • LinkedIn
IMG_6378.jpeg

დამფუძნებელი გუნდის წევრი

ᲚᲔᲙᲝ ᲨᲐᲗᲘᲠᲘᲨᲕᲘᲚᲘ

ფინანსისტი და სამგზის ფაუნდერი: ინებე - პირველი ჯანსაღი კვების გამოწერის სერვისი. მიკროგრინი  და სუპერგმირი

  • LinkedIn
Tina.jpg

ბრენდ შეფი

ᲗᲘᲜᲐ ᲕᲐᲨᲐᲙᲘᲫᲔ

Salt.O თანადამფუძნებელი და შეფი. საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორი

  • LinkedIn
  • Instagram
ChatGPT Image Sep 17, 2025, 11_44_32 AM.png

წარმოების მენეჯერი

ᲔᲗᲘ ᲨᲝᲨᲘᲐᲨᲕᲘᲚᲘ

ინებეს სამზარეულოს მენეჯერი, 6 წლიანი გამოცდილებით

    bottom of page